ძირითადი მთების შედარებითი სიმაღლეები – ასე დაასათაურა თავისი გრავიურა ცნობილმა ბრიტანელმა კარტოგრაფმა სიდნი ჰოლმა. ამ ძირითად მთებს შორის ამაყად იკავებს ადგილს მთა ყაზბეგიც.
გრავიურის ორიგინალი 1817 წელს არის შექმნილი და იმ ეპოქის ევროპაში არსებულ გეოგრაფიულ ცოდნის დონეს და კარტოგრაფიულ სტანდარტებს შეესაბამება. მაგალითად, იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი მთა ევერესტი (1852 წელს აღმოაჩინეს), თუმცა ჰიმალაი რომ ყველაზე მაღალი მწვერვალების სამშობლო იყო უკვე იცოდნენ. საინტერესოა სიმაღლის საზომად პირამიდის შემოტანა და მექსიკის დასახლებული ქალაქების სიმაღლეების ჩვენებაც.
გრავიურის ორიგინალი დაცულია ბრიტანეთში, Wellcome Library-ში, ხოლო რედაქტირებული ასლი მომზადდა ქარტინების დაკვეთით.